„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე კახეთის რეგიონის მოსახლეობას და მცირე მეწარმეებს პარტიის ეკონომიკურ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას აცნობს.
სოფელ რუისპირის ადგილობრივი მკვიდრი, მცირე მეწარმე, სოფიო ჩოხელი ამბობს, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოსახლეობას პროდუქციის შეძენა უჭირს, თავად კი გადასახადებს ვერ იხდის.
დავით ბაქრაძის განცხადებით, გადასახადების შემცირება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით, ერთ წელზე მეტია, პარლამენტში დარეგისტრირებულია პროექტი, რომელიც მცირე ბიზნესზე გადასახადების მთლიან მოხსნას ითვალისწინებს.