20 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
"თუ აპირებთ ნატო-ში შესვლას, რომელიც მიუღებელ პოლიტიკას ატარებს, საფრთხე გემუქრებათ" - რუსი დიპლომატი

მიუნხენში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია იხსნება. სამდღიან ფორუმში 30 სახელმწიფო მეთაური და ასობით დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსებიც. რიგით 54-ე კონფერენციას მისივე თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი გახსნის და პირველი სიტყვით დელეგატებს გერმანიის თავდაცვის მინისტრი მიმართავს.

შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი აქტუალური თემა რუსეთი და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებია.  

"თავდასხმა დასავლეთზეც ხორციელდება. ამას ვხედავთ არამხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ ევროპაშიც. აშკარაა, რომ პრეზიდენტ პუტინს არ სურს ძლიერი ევროპა, ამიტომ ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნებში საფრანგეთში და ემანუელ მაკრონმა საჯაროდ განაცხადა კიდევ ამის შესახებ. ევროკავშირის მომავალი ევროპაში წყდება და არა მოსკოვში. სამწუხაროდ რუსეთი ცდილობს ხელახლა შექმნას საბჭოთა კავშირის იმპერია. მაგრამ ამის ნაცვლად ვურჩევ კარგი ურთიერთობები დაამყაროს მეზობლებთან. რადგან მეზობლებს არ ირჩევენ. თქვენს ქვეყნებს ბევრი საერთო აქვთ. საუკეთესო გამოსავალი მშვიდობიანი ურთიერთობები, ეკონომიკური კავშირები და არსებულ კონფლიქტებზე საუბარია და არა ზეწოლის მოხდენა," - განაცხადა გერმანიის მწვანეთა პარტიის წევრმა, ჩემ ოზდემირიმ.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს რუსული მხარე. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიუნხენში რამდენიმე საათში ჩავა. საქართველოს შესახებ ისაუბრა სერგეი კარტაგანოვმა. რუსეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს საფრთხე ემუქრება თუ ის ნატოში შესვლას აპირებს. შეკითხვაზე-არის თუ არა ეს მუქარა. კარტაგანოვი ამბობს, რომ ეს მუქარა არ არის-საქართველოს არჩევანია.

"თუ აპირებთ ნატო-ში შესვლას, რომელიც მიუღებელ პოლიტიკას ატარებს, რა თქმა უნდა საფრთხე გემუქრებათ. ის ქვეყნები, რომლებიც უკვე გაწერიანდნენ და რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოები არიან ობიექტურად დაუცველად გრძნობენ თავს. რუსეთი მხოლოდ თავის ინტერესებს იცავს. ჩვენ არ ვუშლით ხელს საქარველოს ასოცირებას ევროკავშირთან, მაგრამ თუ გინდათ წახვიდეთ რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ეს თქვენი არჩევანი იქნება,"- განაცხადა კარტაგანოვმა.

დღესვე აუდიტორია ნატო-ს გენერალურ მდივანსა და უკრაინის პრეზიდენტის მოხსენებებს მოისმენს.

დღის ამბები