20 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
წარმოუდგენელია, მაღალ თანამდებობაზე იყოს ადამიანი, რომლის მიმართ, მათ შორის პროკურატურას კითხვები აქვს - ლევან ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, რომ სამგორის რაიონის გამგებელმა თანამდებობა დატოვოს. ოპოზიციის წევრების თქმით, დავით კერესელიძე სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მძიმე მუხლით არის ბრალდებული. 

„სასამართლოდან უკვე, ფაქტობრივად, ერთი წელია, ინფორმაციის გამოთხოვა შეუძლებელი გახდა და შესაბამისად, ძნელია, დაადგინო თუ რომელი მუხლით არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული. ფაქტია, რომ ამ გამგებლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, ან გაასაჯაროონ, რა საქმეზე მიმდინარეობს, ან აუცილებელია, გამოძიებისა და სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს სავარაუდო სისხლის სამართლის დამნაშავემ თანამდებობა დატოვოს. წარმოუდგენელია, ასეთ მაღალ თანამდებობაზე იყოს ადამიანი, რომლის მიმართ, მათ შორის პროკურატურას აქვს კითხვები,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დავით კერესელიძის თანამდებობიდან გადაყენება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა საკრებულოს გუშინდელ სხდომაზეც მოითხოვეს და დედაქალაქის მთავარობას გადაწყვეტილების მისაღებად ვადა ორშაბათამდე მისცეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები