20 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
დაველოდოთ გამოძიებას და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას - კალაძე სამგორის გამგებელზე

„უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს, დამნაშავეა ის? აღიარებულია? დაველოდოთ გამოძიებას და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, კურიერის შეკითხვას, გათავისუფლდება თუ არა სამგორის რაიონის გამგებელი თანამდებობიდან, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კახა კალაძე ამბობს, რომ ყველა გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდოს.

დავით კერესელიძის თანამდებობიდან გადაყენება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე მოითხოვეს და დედაქალაქის მთავარობას გადაწყვეტილების მისაღებად ვადა ორშაბათამდე მისცეს.

სამგორის გამგებლის საქმესთან დაკავშირებით განცხადება საკრებულოს უმრავლესობაშიც გაკეთდა.

„სხდომაზე ვთქვით, რომ ნაციონალური მოძრაობის ოდიოზური ფიგურების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციებზე კომენტარს არ გავაკეთებთ. თუ რომელიმე კონკრეტული პირის ბრალეულობა არგუმენტირებულად და დადასტურებულად მტკიცდება, ასეთი ადამიანები საჯარო სამსახურსა და ჩვენს გუნდში ვერ იმუშავებენ,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრმა, ვახტანგ შაქარიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები