„თუ ვინმეს დანაშაული აქვს, ჩვენ პირველები ვიქნებით, ვინც იმოქმედებს,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.
კახა კალაძემ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, მერიაში ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერებში დანაშაულის ნიშნები იკვეთება, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
“მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენი გუნდისთვის მთავარი არის პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და შესაბამისად, ჩვენ ასეთ ადამიანებთან ვაპირებთ მომავალშიც მუშაობას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
დადგება თუ არა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფუძველზე, პასუხი ამ შეკითხვას პროკურატურამ უნდა გასცეს, სადაც მაკონტროლებელი ორგანო მასალებს ორშაბათს გადააგზავნის.