20 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
ჩემი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიმართა, რომ მას ჩემთან პრეტენზია არ გააჩნია - სამგორის გამგებელმა "კურიერს" დოკუმენტი წარუდგინა

სამგორის რაიონის გამგებელი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებების, რომ დავით კერესელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, განეიტრალებას ცდილობს.

გამგებელმა კურიერს ის განცხადება წარუდგინა, რომელიც მასსა და დაპირისპირებულ მხარეს შორის ინციდენტის ამოწურვის შესახებ შეთანხმებას ეხება, თუმცა, ეს დოკუმენტი გაფორმებულია მას შემდეგ, რაც დავით კერესელიძე სამგორის რაიონის გამგებლად დაინიშნა

„ადამიანი, რომელთანაც მე კონფლიქტი მომივიდა, ჩემი კორპუსის ერთ-ერთი მეზობლის სიძეა. მან არაერთხელ მოახდინა პარკირება ჩემს ავტოსადგომთან, ერთხელ მივეცი შენიშვნა, ათი დღის შემდეგ კიდევ მივეცი შენიშვნა, ეს რამდენჯერმე განმეორდა და მე3-მე-4 შენიშვნის დროს, ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა. მე მეგონა, რომ სასამართლო გამამართლებდა და დღესაც მჯერა, რომ მე ჩემს მოქალაქეობრივ ვალს პირნათლად შევასრულებ და მივიღებ სასამართლო გადაწყვეტილებას, თუ თქვენ უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დამირღვევთ, მაგრამ ეს პიროვნება თავისი ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით თვლის, რომ კონფლიქტი ამოწურულია. ჩემი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიმართა ამ პიროვნებამ, რომ ადამიანს არანაირი პრეტენზია ჩემთან არ გააჩნია,“ - განაცხადა დავით კერესელიძემ.

დავით კერესელიძის თანამდებობიდან გადაყენება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე მოითხოვეს და დედაქალაქის მთავარობას გადაწყვეტილების მისაღებად ვადა ორშაბათამდე მისცეს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები