პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი 21 ივნისს სუამის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა - მოლდოვა, უმასპინძლებს.
სუამის წევრი ქვეყნების პრემიერმინისტრების შეხვედრაზე კიშინიოვში ქართველი კოლეგა მოლდოვას პრემიერმინისტრმა, პაველ ფილიპმა, დღეს პირადად მიიწვია.
მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე, ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.