06 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
სარქისიანი მზად არის აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის დიალოგი აწარმოოს

სომხეთის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თურქეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა. სერჟ სარქისიანი აცხადებს, რომ ანკარასთან ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით ყველაფერი გააკეთა, თუმცა თურქული მხარე პროცესს მიზანმიმართულად აფერხებს და მეტი სარგებელის მიღების მიზნით უკვე მიღწეული შეთანხმებების რატიფიცირებას არ ახდენს.

შეკითხვაზე აფერხებს თუ არა აზერბაიჯანი სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობას - სერჟ სარქისიანმა უარყოფითი პასუხი გასცა. სომხეთის პრეზიდენტის განცხადებით, მთავარი პრობლემა მეზობელ აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის საკითხია.

სარქისიანი მზად არის ამ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის  ოფიციალურ ბაქოსთან დიალოგი აწარმოოს. 

დღის ამბები