06 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
რომის პაპმა კომისია განაახლა, რომელიც სასულიერო პირების მხრიდან ბავშვებზე შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტებს გამოიძიებს

რომის პაპმა საეკლესიო კომისიის მუშაობის განახლების შესახებ განკარგულება გასცა. საუბარია ვატიკანის კომისიაზე, რომელიც სასულიერო პირების მხრიდან ბავშვებზე შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტებს იძიებს. პაპმა კომისიის შემადგენლობაც განაახლა და 9 ახალი წევრი დანიშნა. მთლიანობაში კომისია 8 ქალი და 8 კაცი წევრისაგან შედგება. გადაწყვეტილება პაპმა ფრანცისკემ ახალი სკანდალის ფონზე მიიღო. რომელიც ერთ-ერთი ეპისკოპოსის გარშემო აგორდა. როგორც გაირკვა წარმოშობით ჩილელმა ეპისკოპოსმა ხუან ბაროსამ ბავშვებზე ძალადობის ფაქტების შესახებ ბევრი რამ იცოდა, თუმცა არაფერი მოიმოქმედა. ჩილეში ვიზიტისას პაპმა განაცხადა, რომ ვატიკანს ამ საქმეზე მტკიცებულებები არ აქვს. 

დღის ამბები