20 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
მრავალათასიანი აქცია კიევის ცენტრში - შეკრებილები პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვდნენ

კიევში, მიხაილოვსკის მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია დასრულდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადგილზე დაახლოებთ 60 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა და მთავრი მოთხოვნა პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი იყო. აქციაში, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებთან ერთად, სხვა ოპოზიციური ძალების მხარდამჭერებიც მონაწილეობენ. 

მიხაილოვის მოედანზე შეკრებილებს ვიდეო ჩართვით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა  პარტია ”ახალ ძალთა მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით საყვარელიძემაც. მისი თქმით, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

„ძვირფასო უკრაინელებო, გადახედეთ თქვენს რიგებს. მიუხედავად მძლავრი წინააღმდეგობისა ხელისუფლების მხრიდან დღეს ჩვენ აქ ათასობით შევიკრიბეთ და დავამტკიცეთ, რომ ჩვენ არ ვართ არც მიხო მაიდანი და არც ერთი კაცის შეკრება. ჩვენ ვართ პატრიოტი მოქალაქეები, რომელთაც ამ ქვეყნის წინსვლა და გადარჩენა გვსურს. დღეს ათასობით ადამიანია შეკრებილი რეგიონებშიც. ჩვენ ვეღარაფერი შეგვაჩერებს,“ - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

განცხადება გააკეთა უკრაინის ეროვნული მოძრაობის ლიდერმა სტეპან ხმარამ.

„მე მახსოვს ჩვენი შეკრება მაიდანზე ზუსტად 4 წლის წინ, 2014 წლის 14 თებერვალს. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით რომ მომდევნო დღეს აქციაზე უკვე მილიონი ვიქნებოდით. დღესაც იგივე შეგრძნება მაქვს. ხვალ ჩვენ უკვე მილიონები ვიქნებით და ამ ტალღას უკვე ვერაფერი შეაჩერებს. მინდა გავაფრთხილო მერი კლიჩკო - ან შეწყვიტოს ეს ცირკი მაიდანზე ან ჩვენს მოთხოვნებს მისი გადადგომაც დაემატება,“ - აღნიშნა სტეპან ხმარამ.

პარტია ”ახალ ძალთა მოძრაობის” წევრი ლიზა ბოგუცკია ამბობს, რომ ხელისუფლებას მათი ეშინია.

შეგახსენებთ, რომ მარშის გამო, კიევის ცენტრში რამდენიმე ქუჩა, ასევე ცენტრისკენ მისასვლელი 6 მეტროსადგური გადაკეტილი იყო.

ავტორი: ზურაბ ხვისტანი.

 

დღის ამბები