„დღეს არ დგას საკითხი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების, მაგრამ გარკვეული კითხვები წამოიშვა,“ - ეს განცხადება, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლო საფრთხის შეფასებისას გააკეთა.
რამდენიმე სახელმწიფომ საქართველოსთან ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება მოითხოვა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის გერმანიის შს მინისტრს და ბუნდესტაგის წევრებს ესაუბრა და მათთან თანამშრომლობის გაგრძელების გზებზე შეთანხმდნენ.
მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ საქართველო ფარგლებს გარეთ კრიმინალთან ბრძოლას არ შეწყვეტს.
„დღეს არ დგას საკითხი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების, მაგრამ გარკვეული კითხვები წამოიშვა. აუცილებლად, ჩვენ ერთად შევებრძოლებით კრიმინალს, აარამარტო საქართველოში, არამედ, ასევე, პარტნიორ ქვეყნებში, სადაც ჩვენი ინფორმაციის გაცვლით და თანმშრომლობით შეგვიძლია ამ წუხილებს ვუპასუხოთ, რომელიც ჩვენს პარტნიორებს გააჩნიათ. ჩვენ ნამდვილად არ უნდა მივცეთ საშუალება კრიმინალებს, ხელი შეუშალონ ამ დიდ სიკეთეს, რომელიც მიიღო თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ,“ - განაცხადა მინისტრმა.