20 ნოემბერი 2024,   13:14
ვრცლად
შეჩერების მექანიზმის გამოყენების მოთხოვნა - აბაშიშვილი რუსეთის მხრიდან ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას არ გამორიცხავს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების მოთხოვნას ეხმაურება. 

გიორგი აბაშიშვილი არ გამორიცხავს, რომ პრობლემების წარმოქმნა რუსეთს უკავშირდებოდეს.

მისი თქმით, რუსეთი ეცდება საქართველოსთან მიმართებაში ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას, რათა ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის პროცესში პრობლემები შეექმნას. 

აბაშიშვილი მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რათა ე.წ. შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდეს.

„საქართველოს ჰყავს დიდი პროპაგანდისტული მტერი რუსეთის სახით, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ალბათ, დიდი სიამოვნებით, ეცდება ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს შესახებ და მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის პროცესში, რომელითაც სულაც არ არის ბედნიერი. თითოეული ინფორმაციის წარმომავლობას ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ძალიან დიდი ყურადღებით, ეს ფაქტორი არსებობს, ამ ფაქტორის იგნორირება უბრალოდ, არ შეიძლება,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა

დღის ამბები