20 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
ანა დოლიძე საქართველოს წინააღმდეგ კომპრომატებს რუსულ ორგანიზაციას უგროვებდა - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ბრალდებები

დაპირისპირება იუსტიციის საბჭოში - საბჭოს მოსამართლე წევრები პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წევრს, ანა დოლიძეს რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. 

მოსამართლეები ამტკიცებენ, რომ დოლიძე 2008 წელს რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა და ამ ორგანიზაციას საქართველოს წინააღმდეგ სარჩელების მომზადებაში ეხმარებოდა.

,,ამგვარი მორალის ადამიანი რატომ უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მონაწილეობას იღებდეს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც საბჭოს კომპეტენციაში შედის, თუნდაც მოსამართლეების დანიშვნა,“- აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი კი აცხადებს, რომ არც თავად დოლიძე უარყოფს რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას. მეთოფიშვილის თქმით, დოლიძე რუსეთისთვის საქართველოსა და ქართველი ჯარისკაცების მაკომპრომეტირებელ მასალებს აგროვებდა.

,,ეს ორგანიზაცია არის ჰოლანდიაში რეგისტრირებული რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია, რუსული მართლმსაჯულების ინიციატივა, რომელმაც დაიქირავა ქალბატონი ანა იმისთვის, რომ მონაცემები შეეკრიბა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ოღონდ მხოლოდ იმ კუთხით, რაც იქნებოდა მაკომპრომატირებელი საქართველოსი და საქართველოს მეომრების, თითქოს მათ ჩაიდინეს დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და სხვა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები...

,,როდესაც ის თანამშრომლობდა ამ ორგანიზაციასთან, ზუსტად ამ პერიოდში , შეტანილი აქვს ამ ორგანიზაციას სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ.

მე არ ვამბობ, რომ ანა დოლიძე მატა ჰარივითაა, ალბათ თანამშრომლობდა ანაზღაურების გამო -ეს ორგანიზაცია არ ატარებდა ობიექტურ კვლევას, ეს ორგანიზაცია ატარებდა ოკუპანტის სასარგებლოდ კვლევებს და შეიტანა კიდეც სარჩელები, ეს ხომ უდავოა“-აცხადებს მეთოფიშვილი.

 

დღის ამბები