მაუწყებლობის შესახებ კანონი - პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში პოზიციები განსხვავებულია. მმართველი გუნდის ნაწილი ვეტოს დაძლევას მხარს უჭერს, ნაწილი კი კენჭისყრაში მონაწილეობას არ გეგმავს.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.
„საკმაოდ მყარი არგუმენტები იყო ერთ და მეორე მხარეს, მაგრამ ბოლო შეხვედრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის ვეტოს მხარდამჭერი არგუმენტები, მაინც და მაინც, სიმყარით არ გამოირჩეოდა, თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ ამ საკითხს,“ - განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ზაზა ხუციშვილი აცხადებს, რომ ვეტოს დაძლევენ, რადგან მესამე მოსმენით კანონს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.