20 ნოემბერი 2024,   13:12
ვრცლად
"უმრავლესობა დაძლევს ვეტოს"- ირაკლი კობახიძე მაუწყებლის შესახებ კანონზე

მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. საუბარია მაუწყებლის შესახებ კანონზე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების და სტარტაპების დაფინანსების საშუალებას აძლევს.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვას პარლამენტი ღია კენჭისყრით არ აპირებს. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მმართველი გუნდის ის ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს კანონში ცვლილებებს ვეტოს დაძლევს.

„უმრავლესობა დაძლევს ვეტოს. ჩვენ გვქონდა სიღრმისეული  მსჯელობა არგუმენტებით ვეტოსთან დაკავშირებით, ამ პროექტთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს საკითხი არ დადგება თავისუფალ კენჭისყრაზე, რაც ნიშნავს იმას რომ ყველა დეპუტატი მხარს დაუჭერს ვეტოს დაძლევას. გამონაკლისი იქნება რამდენიმე დეპუტატი. ესენი არიან ის დეპუტატები, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში საკუთარი არგუმენტებით გამოდიოდნენ კანონპროექტის წინააღმდეგ. იწვევს ეს ცვლილება დაახლოებით მილიონიდან ორ მილიონამდე ბიუჯეტის გაზრდას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რაც არის მთლიანი ბაზრის ერთიდან ორ პროცენტამდე , რაც ბუნებრივია რყევებს ვერ გამოიწვევს და ვერც რაიმე არსებით ცვლილებებს მედია ბაზარზე. შესყიდვებს რაც შეეძლება, აქ ვართ შეჯერებული ყველასთან,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს, მხარს არ უჭერს როგორც საპარლამენტო უმცირესობა, ასევე მმართველი გუნდის მცირე ნაწილი. გარდა ამისა, ცვლილებების ძალაში შესვლის წინააღმდეგ გამოდიან არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო მედია საშუალებები, რომლებიც თვლიან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მინიჭებით, შემოსავლის გარეშე დარჩებიან კერძო ტელევიზიები. 

დღის ამბები