20 ნოემბერი 2024,   13:11
ვრცლად
"ჩემი პოზიცია უცვლელი დარჩება"- ნუკრი ქანთარია ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობის ის ნაწილი, რომელიც მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს მხარს არ უჭერს საკუთარ პოზიციაზე რჩება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს.

მათშორის არის ნუკრი ქანთარია, რომელიც ამბობს, რომ მან არ იცის რა განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით, თუმცა  ის კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს. 

„არ ვიცი ბატონი ირაკლისთვის რა არგუმენტები იყო ცნობილი და რა არ იყო, მაგრამ ჩემი პოზიცია უცვლელი დარჩება. მე არ მივიღებ კენჭისყრაში მონაწილეობას,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ცალსახად აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ვეტოს მმართველი გუნდი დაძლევს და „ქართული ოცნების“ ძირითადი ნაწილი არ იზიარებს შენიშვნებს, რომელიც აღნიშნულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით აქვთ. ირაკლი კობახიძის თქმით, ვეტოს დაძლევა ღია კენჭისყრით არ მოხდება. 

როგორც უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ დეპუტატების ის ნაწილი, რომელიც მხარს არ უჭერს ცვლილებებს უხერხულ მდგომარეობაში არ ყოფილიყო.  

მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს მხარს არ უჭერს როგორც საპარლამენტო უმცირესობა , ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო მედია საშუალებები, რომლებიც თვლიან , რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მინიჭებით, შემოსავლის გარეშე დარჩებიან კერძო ტელევიზიები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები