საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.
მიხეილ ჯანელიძეს დღეს კანონმდებლების კითხვებზეც მოუწევს პასუხის გაცემა.
უმცირესობის წარმომადგენელები, ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პარლამენტში მისვლას, დიდი ხანია ითხოვენ.
ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც მიხეილ ჯანელიძეს საუბარი მოუწევს, ვიზალიბერალიზაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემებია. კერძოდ მიხეილ ჯანელიძემ უნდა განმარტოს, არის თუ არა საქართველოს წინააღმდეგ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე.
მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ კონკრეტული ღონისძიებები მიმართული იქნება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდე.
„ქვეყნის შიგნით, საინფორმაციო კამპანია, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ და აქტიურად გავაგრძელებთ სოციალური ქსელის მეშვეობით, ასევე სხვადასხვა რეგიონალური რეგიონალური შეხვედრებით და სხვა ფორმატებით და რა თქმა უნდა, ასევე გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზეც მუშაობს იუსტიციის სამინისტრო,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.