06 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
სირიაში სამთავრობო ძალების მიერ ოპოზიციის კონტროლირებადი რაიონის დაბომბვას, 98 ადგილობრივი ემსხვერპლა

სირიაში სამთავრობო ძალებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი რაიონი დაბომბეს, შედეგად კი 98 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.

ავიაციამ და არტილერიამ შეტევა აღმოსავლეთ გუთაზე მიიტანეს. აქტივისტების განცხადებით, დაღუპულთა შორის 20 ბავშვია. დაჭრილთა რიცხვი კი 500-ს აღწევს.

გავრცელებული ცნობით, სირიის არმია გუთაში სახმელეთო ოპერაციასაც იწყებს. ეს რაიონი ერთადერთია დამასკოს შემოგარენში, რომელსაც ასადის რეჟიმი ვერ აკონტროლებს.

დღის ამბები