20 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
,,თუ მთავრობა ამას ვერ აკეთებს, პარლამენტმა ავიღოთ ჩვენს ხელში პასუხისმგებლობა“- ხოშტარია მუხთარლის საქმეზე 

აფგან მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექნის საკითხზე  პარლამენტი პარასკევს პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. საკითხს ,,ევროპული საქართველო“ დააყენებს. 

,,ევროპული საქართველოს“ დეპუტატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, მაშინ, როცა გამოძიების შედეგების ლოდინისთვის ყველანაირი გონივრული ვადა გასულია, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა არის ლეგიტიმური მოთხოვნა.

,,დღეს, როცა 9 თვე გავიდა და არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, არის პარლამენტის ღირსების საკითხი, თუ საერთოდ ეს ინსტიტუტი რაიმე როლს თამაშობს ამ ქვეყანაში, განვახორციელოთ საპარლამენტო კონტროლი და შევქნათ ეს კომისია, ვიკამათოთ კომისიის ფარგლებში, მასალები გამოვითხოვოთ კომისიის ფარგლებში. თუ მთავრობა ამას ვერ აკეთებს, ჩვენ პარლამენტმა ავიღოთ ჩვენს ხელში პასუხისმგებლობა და გავცეთ პასუხი იმ კითხვებს, რომელიც ლახავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას“-განაცხადა ხოშტარიამ. 

დღეს ამ საკითხზე ,,ევროპული საქართველოს"" დეპუტატებმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან იმსჯელეს, რომლებიც ასევე ითხოვენ კომისიის შექმნას.

დღის ამბები