გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა გაასაჯაროვა. „დი ველტის“ ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 238-მა მოქალაქემ მოითხოვა, შემდეგ თვეებში მათი რიცხვი გაიზარდა.
ოქტომბერში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ 355 შეადგინა და მიმდინარე წლის იანვარში კი გაორმაგდა და 745-ს მიაღწია.
„ქრისტიან დემოკრატებისა“ და „სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციის სპიკერის სტეფან მაიერის განცხადებით, ეს საკითხი დროულ მიდგომას საჭიროებს.
მისივე თქმით, თუ სიტუაცია დროულად არ გამოსწორდება, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და კვლავ სავიზო რეჟიმი შემოიღოს.