20 ნოემბერი 2024,   13:14
ვრცლად
სააკაშვილის პასუხი წულუკიანს - "ივანიშვილი და წულუკიანი იქაც ვერ მომწვდნენ, სადაც უნდოდა ივანიშვილის პატრონ პუტინს"

მიხეილ სააკაშვილი თეა წულუკიანს პასუხობს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც თეა წულუკიანმა გუშინ პარლამენტში გააკეთა.

სააკაშვილზე საუბრის დროს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი სავალალო მდგომარეობაშია და ასეთი სიტუაციაში ყოფნას საქართველოს არც ერთ პრეზიდენტს არ უსურვებდა.

თეა წულუკიანის ეს განცხადება დეპუტატ თინა ბოკუჩავას კითხვას მოჰყვა, რომელიც დაინტერესდა, მიმართავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის იმ ქვეყნებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნით.

„მე ვფიქრობ, ყველამ დაინახა ამ ხალხის ტყუილები. თავისსავე ტყუილებში და ხალხის მოტყუებაში, რა თქმა უნდა, მათ ბადალი არ ჰყავთ, მაგრამ კონკრეტულად ამ პირზე - ივანიშვილზე, მის ზოგიერთ მინისტრზე მე მახსენდება უინსტონ ჩერჩილი. ჩერჩილს ერთ-ერთ მიღებაზე მიეჭრა ოპონენტი პარტიის წარმომადგენელი ერთ-ერთი ქალბატონი და უთხრა - ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ მთვრალი ხართ, რაზეც ჩერჩილმა ძალიან აუღელვებლად უპასუხა - ქალბატონო, მე მართლაც მთვრალი ვარ, ძალიან, ძალიან მთვრალი ვარ და თქვენ მახინჯი ხართ. ძალიან, ძალიან მახინჯი ხართ! ოღონდ, ხვალ დილას მე გამეღვიძება და მე უკვე ვიქნები ფხიზელიო. ეს არის ჩემი პასუხი წულუკიანს.

"მინდა, ვთქვა, რომ ივანიშვილი და წულუკიანი, თავისი მასშტაბების გამო, იქაც ვერ მომწვდნენ, სადაც ჩემზე მოწვდენა უნდოდა ივანიშვილს პატრონს პუტინს. იქამდეც ვერ მომწვდნენ ეს სუბიექტები და ვერც მომწვდებიან, მაგრამ მალე ქართველი ხალხი მისწვდება მათ ყველგან, სადაც საჭიროა და სათანადოდ აგებინებს პასუხს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები