06 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
აშშ-ში იარაღზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით აქციები დაიწყო

ფლორიდის სკოლაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ შეერთებულ შტატებში იარაღზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით აქციები დაიწყო.

სტუდენტური ორგანიზაციის წევრები თეთრი სახლის წინ შეიკრიბნენ და მჯდომარე აქცია გამართეს.

აქტივისტები აცხადებენ, რომ დღეს ბავშვები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, ამიტომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ ზომები უნდა მიიღოს.

გასულ კვირას პარკლენდის სკოლაში 19 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა და 17 ადამიანი მოკლა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მან ბოლო ერთ წელიწადში ათზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა.

მასშტაბური მსვლელობის მოწყობას სტუდენტთა კავშირები მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 თებერვალს აპირებენ.

დღის ამბები