20 ნოემბერი 2024,   13:14
ვრცლად
გაფართოვებაზე საუბარი არის მოსახლეობის დაცინვა - სერგო რატიანი RMG GOLD-ის საქმიანობაზე

დმანისის მუნიციპალიტეტში კომპანია RMG GOLD-ის საქმიანობასა და გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტზე მსჯელობენ. აღნიშნული დოკუმენტი ზედამხედველობის სამსახურმა შეიმუშავა.

კომპანიის წარმომადგენლები საკუთარ პოზიციებთან ერთად დაინტერესებულ აუდიტორიას სამომავლოდ დაგეგმილ საქმიანობაზეც აწვდიან ინფორმაციას. ირკვევა, რომ დაგეგმილია ოქროს მოპოვების არეალის გაზრდა.

შეხვედრაზე დასასწრებად თბილისიდან ჩავიდნენ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი აღნიშნავს, რომ გარემოსა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი კომპანიას არ აუნაზღაურებია.

„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ 2013 წლიდან ჩატარდა არაერთი შემოწმება, რომელმაც დაადასტურა, რომ RMG GOLD არღვევს გარემოს დაცვის პირობებს და აბინძურებს როგორც წყალს, ისე ნიადაგს... ამ პირობებში გაფართოვებაზე საუბარი არის, ვფიქრობ, დაცინვა მოსახლეობის, რომელიც აქ არის,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ცოტნე გამსახურდია განმარტავს, რომ აღნიშნული კომპანიის მუშაობის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობას დიდი ზიანი ადგება.

ოპოზიციის კრიტიკას კომპანია RMG GOLD-ის კორპორატიული დირექტორის მოადგილე, ამირან ქართველიშვილი გამოეხმაურა და განმარტა, რომ სამრეწველო მოედნის მოცულობის ზრდა გარემოსთან კავშირში საერთოდ არ არის. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ გარემოსდაცვითი პროგრამის შემუშავებაში დარგის საერთაშორისო ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა.

„ნებისმიერი შენიშვნა, საქმიანი რეკომენდაცია, რომელსაც სხდომის წევრები ჩვენი წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოს დაცვის სამინისტრო და ნებისმიერ დაინტერესებული ჯგუფი გამოთქვამს, ჩვენ მზად ვართ საქმიან რეჟიმში განვიხილოთ და გავითვალისწინოთ,“ - აცხადებს ქართველიშვილი.

დღის ამბები