20 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
,,ბატონი მიხეილი არის იმ სავალალო მდგომარეობაში, რომლის მდგომარეობასაც საქართველოს არც ერთ პრეზიდენტს არ ვუსურვებ" - წულუკიანი 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სავალალო მდგომარეობაშია. განცხადება თეა წულუკიანმა, გუშინ, საკომიტეტო მოსმენაზე საუბრისას გააკეთა. 

წულუკიანმა სააკაშვილზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც , ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაინტერესდა, საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით პოლონეთის გარდა გერმანიასა და ჰოლანდიასაც თუ მიმართა, რადგან სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში იძულებით გამგზავრების შემდეგ სწორედ ამ ორ ქვეყანაში იმყოფებოდა.

,,თუ არ მიმართეთ გვაინტერესებს რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება ხელისუფლებაში და ხომ არ გაჩნდა ხელისუფლებაში ის აზრი, რომელსაც აჟღერებდა ყოფილი შს მინისტრი, რომ ბიძინა ივანიშვილს რეალურად ეშინია სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის და ისინი შესაბამისად არ და ვერ ითხოვდნენ მის გადმოცემას“-მიმართა ბოკუჩავამ იუსტიციის მინისტრს. 


წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილმა თავი სავალალო მდგომარეობაში ჩაიგდო და მის ბედს არცერთ პრეზიდენტს უსურვებს. რაც შეეხება ექსტრადირებას, მისი თქმით, ექსტრადირების მოთხოვნა სამართალდამცველი სტრუქტურების კომპეტენციაში შედის. 

,,ბატონი მიხეილი არის იმ სავალალო მდგომარეობაში, რომლის მდგომარეობასაც არცერთ საქართველოს პრეზიდენტს არ ვუსურვებ. ეს ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ. იმ მდგომარეობაში, სამართლებრივში და პოლიტიკურში როგორშიც თავად მან ჩაიგდო თავი-შესაბამისად, სამართალდამცავი სტრუქტურები მიმართავენ, უკვე მიმართეს, როდის მიმართავენ ეს სამართალდამცველი სტრუქტურების საქმეა“-განაცხადა წულუკიანმა.

დღის ამბები