საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს.
გიორგი მარგველაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები თელავში მცირე, საშუალო ბიზნესის და პროფესიული განათლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოისმინა.
პრეზიდენტმა შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მცირე და საშუალო ბიზნესის როლზე და ამ როლის განხორციელებაში პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განცხადებით, პროფესიული განათლების ხარისხი პირდაპირაა დაკავშირებული მცირე და საშუალო ბიზნესის სამომავლო განვითარებაზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის, განცხადებით, აღნიშნული სფეროს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ყველა იმ პრობლემის გაანალიზება, რომელიც ბიზნესმენების წინაშე დგას.