საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის იმ განცხადებას პასუხობს, რომელიც მან სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ქართული ოცნების დამოკიდებულების შესახებ გააკეთა.
პრეზიდენტმა თქვა, რომ "ქართული ოცნების მიერ ინსტიტუტების შერყევა მათი საფირმო ნიშანია".
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას, განცხადებით, ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში ყოფნის არც ერთ ეტაპზე სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უპატივცემულობა არ გამოუხატავს.
"ეს არის მეტისმეტად უსამართლო და არასწორი შეფასება. მე არ მგონია სახელმწიფო ინსტიტუტის შეურაცხყოფა სააკაშვილის სასახლეზე უარის თქმა და უფრო მოკრძალებულ და უფრო შესაბამის შენობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის ყოფნა. მე არ ვფიქრობ, რომ, თუ იმ შენობასთან არ იქნება გაიგივებული პრეზიდენტის ინსტიტუტი, ეს შეურაცხყოფს სახელმწიფო ინსტიტუტის თემას.
"თუ ამ კატეგორიებით მსჯელობს პრეზიდენტი, გასაგებია, მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ინსტიტუტებისადმი უპატივცემულობა რომელიმე ეტაპზე გამოიკვეთა ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს,“ - განაცხადა ბესელიამ.
პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება "მაუწყებლის შესახებ" კანონზე მის მიერ დადებული ვეტოს შესაძლო დაძლევაზე საუბრისას გააკეთა.