ოპოზიცია ხელისუფლებისგან ითხოვს, მედია თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის საკითხზე გაჩენილ ყველა კითხვას უპასუხონ.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ საკითხი ობიექტურად და ნეიტრალურად უნდა შეისწავლოს. მისი თქმით, "იბერიასთან“ დაკავშირებით უნდა დადგინდეს ხდებოდა თუ არა კონკრეტულ ბიზნესზე ზეწოლა და თუ ხდებოდა, რა მიზნით.
"ნებისმიერი საქმე, რომელიც ეხება მედიასაშუალებებს, ამ შემთხვევაში იბერიაზეა“ საუბარი უნდა იყოს ობიექტურად შესწავლილი. უნდა მოვუსმინოთ, პირველ რიგში, მაუწყებლების წარმომადგენლებს და უნდა იყოს აბსოლუტურად ნეიტრალურად და ობიექტურად გამორკვეული-რაიმე ფორმის ზეწოლა ბიზნესზე ხდება მედია მაუწყებლობის გაჩერების კუთხით თუ სხვა მიზნით. ასევე უნდა ვთქვა, რომ საუბარი იმის შესახებ, რომ სიგარეტი ვერ გავყიდე და ტელევიზია დაიხურება არც ეს არის სწორი. ამიტომ საჭიროა, ობიექტური შესწავლა. მედია უნდა იყოს დაცული სახელმწიფოს ზემოქმედებისგან,“-აცხადებს გოცირიძე.