20 ნოემბერი 2024,   13:12
ვრცლად
ფინანსთა მინისტრმა 6 ახალი ინიციატივა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა დღეს 6 ახალი ინიციატივა წარადგინა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ცვლილებები 120 ათას მეწარმეს შეეხება. ცვლილებების მიხედვით იცვლება დაბეგვრის სისტემა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის, ასევე იგეგმება ადმინისტრირების და მანქანების ექსპორტიორებისთვის არსებული რეგულაციების გამარტივება.

„ერთ-ერთ მასშტაბურ რეფორმას ვიწყებთ და ძალიან კარგი ინიციატივაა ფინანსთა მინისტრის. 120 ათასზე მეტ მეწარმეს შეეხება ეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. მეწარმე აქ ფიზიკური პირები იგულისხმება და საუბარია 5-ჯერ განაკვეთის შემცირებაზე, 5%-ნდა 1%-მდე და მოიცავს იმ კომპანიებს, რომლებიც თუ ადრე იყო 100 ათას ლარამდე ბრუნვა, 500 ათას ბრუნვის მქონე კომპანიებს მოიცავს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

განცხადება ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

„დღეს არსებული რეჟიმი ითვალისწინებს 5%-იან გადასახადს ბრუნვიდან და ეს ნიშნული ჩამოგვყავს 1%-მდე. ამასთან ერთად, ვზრდით ჩვენ იმ თანხის მოცულობას 100 ათასიდან 500 ათას ლარამდე და შესაბამისად, ყველა ინდივიდუალური მეწარმე, რომლის შემოსავალიც არ იქნება სრულად 500 ათასი ლარზე, შეძლებს რომ ისარგებლოს აღნიშნული შეღავათიანი რეჟიმით,“ - აცხადებს მამუკა ბახტაძე.

 

 

დღის ამბები