20 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
,,ვერ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დავდგათ რაღაც სპექტაკლები,"-ენმ შს მინისტრის დაბარებაზე

"ნაციონალური მოძრაობა" შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. ძალოვანი უწყების საკანონმდებლო ორგანოში მისვლის აუცილებლობა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პლენარულ სხდომაზე განმარტა. 

,,ჩვენ ვერ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დავდგათ რაღაც სპექტაკლები, სადაც ვითამაშებთ როლს, რომ ჩვენ ვახორციელებთ ზედამხედველობის ფუნქციას ხელისუფლებაზე და რეალურად არ გვქონდეს შესაძლებლობა მივიღოთ შეკითხვაზე პასუხი,“- განაცხადა სამადაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ კრიმინოგენული ვითარების გარდა "ნაციონალურ მოძრაობაში" თვლიან, რომ შს მინისტრმა უნდა უპასუხოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების შესახებ დღემდე პასუხგაუცემელ კითხვებსაც.

დღის ამბები