20 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
მაუწყებლის შესახებ კანონი - ოპოზიცია მედიაზე ზეწოლაზე, მმართველი გუნდი კი საკითხის პოლიტიზირებაზე საუბრობს

პარლამენტში მაუწყებლის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადებიან. უკვე ცნობილია, რომ კანონს უმრავლესობაშიც ჰყავს მოწინააღმდეგეები, რომლებიც არ აპირებენ ვეტოს დაძლევაში მონაწილეობა მიიღონ.

მიუხედავად ამის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ. ოპოზიცია კი მაუწყებლის შესახებ კანონის მიღებას მედიაზე ზეწოლად აფასებს.

,,ეს არის ბოლო წერტილი ამ დროის განმავლობაში მიმდინარე უხეში ზეწოლისა მედიასივრცეზე,“- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია ნებისმიერი საკითხის პოლიტიზირებას ახერხებს.

დღის ამბები