20 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
"ამ დროისთვის, ცეცხლი მთლიანად არის ლიკვიდირებულია“ - ნაძალადევის გამგებელი

ნაძალადევის გამგებელის გიორგი ჩაკვეტაძეს ინფორმაციით, ერისთავის ქუჩაზე, ყოფილი კიროვის ქარხანაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, ზუსტი ზარალი, მისი დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი. 

„დამწვარია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი, ამას ბუნებრივია, შესაბამისად, დათვლის შემდეგ გამოჩნდება თუ რამდენია. ცეცხლი გაუჩნდა სხვდასხვა საყოფაცხოვრებო მასალების საწყობსა და საამქროს. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. სამაშველომ საკმაოდ სწრაფად და მყისიერად იმოქმედა, არც დაშავებული არ არიან ამ ეტაპზე. რაც მთავარია, ობიექტი საკმაოდ მოშორებული იყო მოსახლეობისგან, ამიტომ მოსახლეობის საცხოვრებელ ადგილებზე ცეცხლის გადადების საფრთხე, არ ყოფილა. ამ დროისთვის, ცეცხლი მთლიანად არის ლიკვიდირებულია,“ - განაცხადა ნაძალადევის გამგებელმა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ხანძარი ერისთავის ქუჩაზე მდებარე ყოფილი კიროვის ქარხანაში დღეს, დაახლოებთ 5 საათზე გაჩნდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები