20 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
მთავარი მიზანი იყო არა შინაარსობრივი მსჯელობა, არამედ ის, რომ რადგან მარგველაშვილმა ვეტო დაადო, დაძლეულიყო - აბაშიშვილი

„დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მთავარი მიზანი იყო არა შინაარსობრივი მსჯელობა, არამედ ის, რომ რადგან პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვეტო დაადო, ის დაძლეულიყო,“-  ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

კანონში შეტანილი ცვლილებებით, რაზეც მარგველაშვილმა ვეტო დაადო, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კერძო რეკლამის განთავსება იქნება შესაძლებელი.

„გამოჩნდა, როგორ ხელოვნურად გადააფიქრებინეს უმრავლესობის წევრებს განსხვავებული აზრი, მხოლოდ იმიტომ, რომ მარგველაშვილის მიერ წარმოდგენილი ვეტო დაძლეულიყო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ეს პიროვნული ფაქტორი, იმიტომ, რომ საქართველოს პარლამენტში გარკვეული ტრადიცია დამკვიდრდა. იღებენ კანონს, თან ამბობენ, რომ ცუდი კანონია და ამბობენ, რომ ახლა მივიღებთ და მერე შევცვლით,“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები