20 ნოემბერი 2024,   13:14
ვრცლად
"ემნისთი ინთერნეშენალი" დონალდ ტრამპსა და მის პოლიტიკას აკრიტიკებს

"ემნისთი ინთერნეშენალის" ანგარიშში გაკრიტიკებულია დონალდ ტრამპი და მისი პოლიტიკა. უფლებადამცველებმა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინისა და როდრიგო დუტერტეს გვერდით ავტორიტარ ლიდერთა სიაში შეიყვანეს. მიზეზად კი მისი ანტიემიგრაციული პოლიტიკა და სიძულვილით სავსე რიტორიკა დაასახელეს. ანგარიშის ავტორთა შეფასებით, ეგვიპტის, რუსეთის, ვენესუელის, ფილიპინებისა და ჩინეთის პრეზიდენტების მსგავსად დონალდ ტრამპი მილიონობით ადამიანის უფლებებს უმოწყალოდ ლახავს. "ემნისთი ინტერნეშენალი" ასევე აკრიტიკებს მსოფლიო ლიდერებს იმის გამოც, რომ მედიაზე შეტევის დროს დონალდ ტრამპის მიერ დამკვიდრებულ ფრაზას "ფეიქ ნიუსი" იყენებენ.

დღის ამბები