„ჩემი დაცვა არ სჭირდება არც ვეტოს, არც იმ კანონს, იმიტომ, რომ ის დაცულია და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად არის გაკეთებული ევროპის საუკეთესო ქვეყნებში, როგორიცაა საუკეთესო პრაქტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ,“- ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე საუბრისას განაცხადა.
კახა ბექაურმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ ემსახურება სარეკლამო ბაზრის შესახებ მონაცემების გამოქვეყნება ხელისუფლების პოზიციას გამყარებას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კომერციული რეკლამიდან მიღებული დამატებითი შემოსავალი კერძო მაუწყებლების ინტერესებს არ დააზიანებს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეკლამა საზომი ხარისხობრივი ერთ-ერთი ინდიკატორია და ყველა საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს რეკლამა შეზღუდული ოდენობით, სხვათა შორის, კანონი როგორც შევიდა, იმასთან შედარებით, ყველგან, ყველა ევროპულ ქვეყანაში მეტია. ამიტომ კარგად ჩახედეთ ხოლმე, აქ არაფერი არაორდინალური არ ხდება, ჩემი დაცვა მაგ კანონს არ სჭირდება. კომერციული რეკლამა მანამდეც არსებობდა, ეგეც არ იცით თქვენ, შარშანაც არსებობდა,“- განაცხადა კახა ბექაურმა.