20 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
დამატებით გზა მახინჯაური-ჩაქვის მონაკვეთზე ივანიშვილის ხის გადასატანად - "ენმ"-მ კომპანიის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

"ნაციონალური მოძრაობა" იმ კომპანიის საქმიანობის შესწავლას ითხოვს, რომელიც მახინჯაური- ჩაქვის მონაკვეთზე ბიძინა ივანიშვილის ხის გადასატანად გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებს. 

ოპოზიციურმა პარტიის წარმომადგენლებმა, პროკურატურაში საჩივარი უკვე შეიტანეს.

პარტიაში ამბობენ, რომ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ხის გადასატანად მახინჯაური- ჩაქვის მონაკვეთზე დამატებითი გზის გაყვანა, ბიუჯეტის ხარჯზე ხდება. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის გია აბულაძის განცხადებით, ამ უკანონო ქმედებაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს არავინ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ დამატებითი გზა საჭიროებას არ წარმოადგენს იგი მხოლოდ ხის გადასატანად არის საჭირო.

„ბიუჯეტიდან იხარჯება 2 მილიონ ნახევარი ბიძინა ივანიშვილის ხის გადასატანად, მეორე, ხდება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება კომპანიასთან, რომლმაც უნდა მოამზადოს როგორც პროექტი, ასევე ხარჯთაღრიცხვა და მერე თვითონ უნდა შეასრულოს ეს სამუშაოები. მე მოვუწოდებ ყველა საჯარო მოხელეს, მოვუწოდებ კომპანიას, ვინც მონაწილეობას ღებულობს აჭარის ბუნების განადგურებაში, ისინი აუცილებლად, დღეს თუ არა ხვალ დაისჯებიან,“ - განაცხადა გია აბულაძემ.

დღის ამბები