20 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
ხელისუფლების აშკარა პასუხისმგებლობაა, რომ სათანადო გამოძიება აწარმოოს - ჯეიმი შეა მუხთარლის საქმეზე

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებაზე კომენტარი გააკეთა.

ჯეიმი შეამ „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები, მით უმეტეს, როცა ჟურნალისტის გატაცებას ეხება საქმე.

„როდესაც მსგავსი ინციდენტი ხდება, ხელისუფლების აშკარა პასუხისმგებლობაა, რომ სათანადო გამოძიება აწარმოოს და დაადგინოს ფაქტები. რამდენადაც მესმის, აზერბაიჯანიც არის ჩართული ამ საქმეში, ასე, რომ პასუხისმგებლობა მათაც ეკისრებათ, რომ დადგინდეს ფაქტები, თუ გამოიკვეთება კანონდარღვევა, ის უნდა აღმოიფხვრას,“- განაცხადა ჯეიმი შეამ

ამავე თემაზე
დღის ამბები