პარლამენტში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ინიციატივა რიგი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, ოპოზიციის უკმაყოფილება კი ამ ჯარიმების უსამართლო გადანაწილებას მოჰყვა.
საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ შრომის უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები სხვადასხვა ქალაქში არაპროპორციულია.
"ამ მაგალითს მე გეუბნებით, როგორ არათანმიმდევრული ხართ და არც გიფიქრიათ, რომ სხვა ქალაქებში ჯარიმებს ტოვებდით 500 ლარს და ახლა ცდილობთ, მიპასუხოთ, რომ ქალაქის მერთან კონსულტაცია დაგრჩათ, თურმე, იმიტომ რომ გაზარდოთ," - განაცხადა აბესაძემ.
რაზეც მმართველ გუნდში უპასუხეს, რომ თვითმმართველ ერთეულებთან შეთანხმებით მოხდება სხვა რეგიონებში სანქციების დაწესება.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე აღნიშნავს, რომ სამუშაო ადგილები უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერიამ ოპონენტებს განუმარტა, რომ მთავრობას მოსახლეობა ქირაობს.