საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. ანდერს სამუელსენს უკვე შეხვდა ქართველი კოლეგა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, „დანიის სამეზობლო პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს, რაც მოიცავს ორ მთავარ მიმართულებას: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობას, ასევე მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას.
დანიის გადაწყვეტილებით, ახალ სამეზობლო სტრატეგიაში პრიორიტეტულ ნუსხაში ადრე არსებული 7 ქვეყნიდან მხოლოდ საქართველო და უკრაინა დარჩა.