06 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
რუსეთი იცავს რეჟიმს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ოფიციალურ ბერლინი გაეროში რუსეთის პოზიციას აკრიტიკებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი იცავს რეჟიმს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას.

სირიის გუთას რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი, რომელიც 30-თ დღიან ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, რუსეთმა დაბლოკა.

ქვეყნის წარმომადგენელმა ინფორმაციას, რომელსაც ადგილზე მომუშავე დამკვირვებლები ავრცელებენ, პროპაგანდა უწოდა.

გუთას რეგიონში სირიის სამთავრობო ძალების ინტენსიურ იერიშებს ბოლო მონაცემებით 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობამ კი 2 ათასს გადააჭარბა.

დღის ამბები