06 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
დაკავებული პოლიციელები და დიპლომატები - პოლიციამ რუსეთის საელჩოდან 400 კგ კოკაინი ამოიღო

ბუენოს-აირესში რუსეთის საელჩოდან პოლიციამ 400 კილო კოკაინი ამოიღო.

რუსი და არგენტინელი სამართალდამცველების საერთო ოპერაციის ფარგლებში, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე 6  ადამიანი დააკავეს.

გამოძიება ნარკოტიკების რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ტრანსპორტირების საქმეზე 2016 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც არგენტინაში რუსეთის ელჩმა, პოლიციას დიპლომატიური რეისით ნარკოტიკების შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა.

კოკაინით სავსე 16  ჩანთა, საელჩოს ტერიტორიაზე მოქმედი სკოლის შენობაში ინახებოდა. დაკავებულებს შორის პოლიციელები და დიპლომატიური უწყების თანამშრომლები არიან.

დღის ამბები