06 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
აქცია ტურინში - პოლიციასთან დაპირისპირებისას აქტივისტები დაშავდნენ

ტურინში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. აქციაზე ულტრა-მემარცხენე მოძრაობის წარმომადგენლები ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში შეჭრას ცდილობდნენ. შენობაში ამ დროს ნეო-ფაშისტური პარტიის წინასაარჩევნო ყრილობა ტარდებოდა.

სამართალდამცველებმა მომიტინგეების შეჩერება სცადეს, რასაც არეულობა მოჰყვა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრელმსადენი გაზი გამოიყენა. არიან დაშავებულები.

დღის ამბები