20 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
მუხთარლის საქმე და ანტიტერორისტული ოპერაცია - ოპოზიცია ორი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პარლამენტი დღეს აფგან მუხთარლის გატაცების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე იმსჯელებს. საკითხს კიდევ ერთხელ ,,ევროპული საქართველო" დააყენებს.

,,ნდობა ჩვენ ვერ გვექნება, რომ ისინი ჩაატარებენ გამოძიებას დღეს უკვე გვაქვს ვითარება, როცა ნახევარ წელზე მეტი გავიდა, არანაირი შედეგი გამოძიებას არ დაუდია და როგორც ჩანს მტკიცებულებების ნაწილიც არის განადგურებული, ამიტომ აუცილებელია გამოვიყენოთ კანონმდებლობაში არსებული ეს მექანიზმი შევქმნათ დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია პარლამენტში“- აცხადებს ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ კახიძე.

ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთ საქმეზე ითხოვს. ,,ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აუცილებელია კომისიის ფარგლებში პასუხი გაეცეს 22 ნოემბრის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის საქმეზე გაჩენილ კითხვებს.

დეპუტატ, რომან გოცირიძის განცხადებით, ორივე კომისიის შექმნით ხელისულება ჩამოიწმენდს შავ ლაქას.

,,აღმასრულებელი ხელისუფლება ფაქტობრივად ხელს აფარებს დამნაშავეებს. სხვა მექანიზმი დღეს საქართველოში არ არსებობს გარდა საგამოძიებო კომისიისა, რომელიც არის სპეციფიკური, რომელშიც მონაწილეობს ოპოზიცია და არსებობს, მეტი შანსი, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება. კომისიის შექმნა იქნება გარკვეულწილად ჩამოწმენდა იმ შავი ლაქისა, რომელიც საქართველომ მიიღო საერთაშორისო ავტორიტეტის შექმნის სახით და ნიშნავს იმის შანსს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ დროულად,“-აცხადებს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

დღის ამბები