20 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
,,საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები ხელეწიფება საგამოძიებო ორგანოებს" - საპარლამენტო უმრავლესობა საგამოძიებო კომისიების შექმნას ეწინააღმდეგება 

 


აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე და 22 ნოემბრის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის საქმეზე საგამოძიებო კომისიების შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობაში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში გამოძიების დაწყება მისაღები არ არის, გამოძიების პრეროგატივა მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებს აქვთ.

,,საგამოძიებო მოქმედებები და საპროცესო მოქმედებები ხელეწიფება საგამოძიებო ორგანოებს. ასეთი საქმის გადმოტანა საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი იქნება.

ერთი წუთით რომ წარმოიდგინოთ საგამოძიებო კომისია რომ შეიქმნას რა უნდა მოხდეს ამ საქმეზე?!პარლამენტმა დაიწყოს დაკითხვები, კამერების ამოღება, საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები - არ იქნება ეს პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი? და თუ იქნება, ეს პოლიტიკური პროცესი შეიძლება რაიმე სარგებელი მოუტანოს? მე მგონი, რომ არა,“-აცხადებს ბესელია.

 

დღის ამბები