გერმანიისგან საქართველოს საერთაშორისო სამართლით დადგენილი კომპენსაცია ეკუთვნის,"- ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა განაცხადა. შალვა ნათელაშვილი გერმანელ დიპლომატებთან მოლაპარაკებებს იწყებს.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი გერმანიიდან ქართველების დეპორტაციას გამოეხმაურა.
„გერმანიამ თავშეფარებული ადამიანების მასობრივი იძულებითი დეპორტაცია დაიწყო. ეს ის გერმანიაა, რომლის სუპერსახელმწიფოდ გადაქცევაში ქართველმა ხალხმა უდიდესი წვლილი შეიტანა, ფაშიზმის დამარცხებას გერმანიაში 300 ათასი ქართველი ახალგაზრდა ემსხვერპლა, გერმანიისგან საქართველოს საერთაშორისო სამართლით დადგენილი კომპენსაცია ეკუთვნის. ამ მიმართულებით მე დღეიდან მუშაობას ვიწყებ გერმანიის ხელისუფლებასთან, პოლიტიკურ წრეებთან და იგივეს მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომელიც დუმს,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.