სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობას, რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, უკვე მიმართეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ტატუნაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა.
,,ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის დააკავეს ახალგორში მის მიმართ გამოყენებული იქნა ძალა და სრულიად გაურკვეველ ვითარებაში მოხდა მისი სიცოცხლის ხელყოფა.
უკვე გააქტიურებული გახლავთ ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოებების დადგენა და მიეცეს ადეკვატური შეფასება ამ უმძიმეს ფაქტს რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთსა და მთელ საოკუპაციო რეჟიმს“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ციხელაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.