20 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
"თქვენ რომ ცოდვიანი ოპოზიცია არ იყოთ იქნება კიდევ ამ საკითხში რაღაცა დამეჯერებინა" - ქანთარია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრობს

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აფგან მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.

ქანთარია აცხადებს, რომ მას არ სჯერა ოპოზიციის. იგი ამბობს, რომ ოპოზიციას ადამიანის უფლებების დარღვევის დიდი გამოცდილება აქვს, შესაბამისად დაუჯერებელია, რომ ის ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვს.

"თქვენ რომ ცოდვიანი ოპოზიცია არ იყოთ იქნება კიდევ ამ საკითხში რაღაცა დამეჯერებინა.
თქვენ, რომლებსაც დიდი გამოცდილება გაქვთ ადამიანის უფლებების დარღვევაში, წამებაში, შეურაცხყოფაში, დამცირებაში-ძალიან ძნელია, რომ ასეთი მსოფლიო მასშტაბით აზროვნებთ. არამარტო მე არ მჯერა, საზოგადოებას არ სჯერა“- მიმართავს ქანთარია ოპოზიციას.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია დღეს სესიაზე აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა.

 

დღის ამბები