22 ხმით 18-ის წინააღმდეგ - საპარლამენტო უმრავლესობამ აფგან მუხთრლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივა ჩააგდო. მმართველმა გუნდმა მხარი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე მსჯელობა პარლამენტმა რამდენიმე წუთის წინ დაასრულა.
საპარლამენტო უმრავლესობამ საჭიროდ არ ჩათვალა საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა. კომისიის შექმნას "ქართული ოცნების" მხოლოდ სამმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.