20 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
დაგვიანებული განცხადება - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები და არასამთავრობოები პრემიერის კრიტიკას აფასებენ

უვადო მოსამართლეების გამწესებაზე მთავრობის მეთაურის მწვავე განცხადება ისევ პრემიერ-მინისტრის კრიტიკის საფუძველი გახდა. გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესებული მოსამართლების სია დაუწუნა, თუმცა მისი კრიტიკული შეფასება საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის და სამოქალაქო სექტორისთვის დაგვიანებულია.

საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილს იმედი აქვს, რომ მთავრობის ხელმძღვანელის სიტყვებს კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება.

უვადო მოსამართლეების გამწესებაზე კვირიკაშვილის კრიტიკას სასამართლო ხელისუფლებამ უპასუხა, თუმცა განცხადებაში არაფერია ნათქვამი, იღებენ თუ არა მოსამართლეები მთავრობის ხელმძღვანელის საჯარო კრიტიკას, თუმცა პირობას დებენ, რომ უახლოეს მომავალში მოსამართლეების დანიშვნის წესი გაუმჯობესდება. იუსტიციის საბჭოს არცერთ მოსამართლე წევრს დღეს დუმილი არ დაურღვევია და საკუთარი გადაწყვეტილების დაცვა არ უცდია.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრემიერს ურჩევენ, კარგად შეამოწმოს უვადო მოსამართლეების საკმაოდ გრძელი სია, რომელშიც საეჭვო რეპუტაციის მქონე კიდევ ბევრია. ამის გამო კი პასუხისმგებლობას მესამე სექტორი ”ქართული ოცნების” ხელისუფლებასაც აკისრებს.

"ქართული ოცნება" პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იხსნის. მმართველი გუნდი  საეჭვო რეპუტაციის მქონე მოსამართლეების უვადოდ გამწესების გამო პასუხისმგებლობას იუსტიციის საბჭოს აკისრებს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გუშინ დაინიშნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები