20 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა უვადოდ გამწესებისთვის ობიექტური კრიტერიუმების საჭიროებაზე საუბრობს

სამუშაო ჯგუფი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ საკანონმდებლო წინადადებებს.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, ავრცელებს. 

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2017 წლის 23 მაისს, დამტკიცებული სასამართლო სისტემის ხუთწლიანი სტრატეგიით, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნის, უვადოდ გამწესების სრულყოფილი სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურების უზრუნველყოფის ვალდებულება იკისრა.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ საკანონმდებლო წინადადებებს.

"საერთო სასამართლოების კორპუსი, საკანონმდებლო ორგანოს მაღალი ინტერესის გათვალისწინებით იმედოვნებს, მომავალზე გათვლილ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ახალი საკანონმდებლო დანაწესის უახლოეს მომავალში მიღებას, თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზრუნველყოფილი იქნება საკანონმდებლო ნოვაციების ზედმიწევნით შესრულება მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესში,“ - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები