06 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს

ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს.

განცხადება შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა გააკეთა.

სტივენ მნუჩინმა აღნიშნა, რომ მისი უწყება ინფორმაციას ახალი შეზღუდვების შესახებ რამდენიმე კვირაში გაასაჯაროვებს.

მნუჩინმა განმარტა, რომ ფინანასთა სამინისტრომ ახალ სანქციებზე მუშაობა კანონის მიღებისტანავე დაიწყო და ამის მაგალითად ე.წ. "კრემლის მოხსენება" დაასახელა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გასაჯაროვდა "კრემლის მოხსენების" ორი ნაწილი, თუმცა, დოკუმენტს საიდუმლო ნაწილი აქვს, რომლის საფუძველზეც უწყება ახალ სანქციებს შეიმუშავებს.

ამ პროცესში შეერთებული შტატების ფინანასთა სამინისტრო ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან აქტიურად თანამშრომლობს. 

დღის ამბები